რა არის კვანტური ბორდი?

რა არის კვანტური ბორდი?

თუ მცენარეების გაზრდა თქვენს ინტერესთა სფეროშია, ძალიან დიდი შანსია, რომ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ყველა მხრიდან გესმოდათ კვანტური დაფის შესახებ.

ადამიანებს უყვართ ტრენდების აყოლა და საკუთარი გადაწყვეტილებების, მათ შორის, არასწორი გადაწყვეტილებების ბოლომდე დაცვა. ამ მომენტში კი, მცენარის მომყვანთა საზოგადოებაში არც თუ ისე ბევრი რამ არის ისე ტრენდული, როგორც კვანტური დაფა.

რა არის ეს კვანტური დაფა? არის კი ის ისეთი კარგი, როგორც ამბობენ? და თუ მართლა კარგია, რომელი ბრენდის სჯობს? ჩვენ დეტალურად გიპასუხებთ ამ კითხვებზე და როცა სტატიის ბოლოში ჩახვალთ, გეცოდინებათ ყველაფერი, რაც კვანტური დაფის შესახებ უნდა გცოდნოდათ

დავიწყოთ მთავარი კითხვით:

რა არის კვანტური დაფა?
ეს არის ახალი ტიპის განათება, რომლის ბრტყელ დაფაზეც დიდი ოდენობით დაბალი სიმძლავრის, პატარა LED დიოდებია (კვანტები) განთავსებული.

დიოდები განთავსებულია სვეტებად, პარალელური ჩართვით. მათი კვების წყარო დიდი სიმძლავრის მუდმივი დენის დრაივერებია.

ბაზარზე კვანტური დაფების მწარმოებელი სხვა კომპანიებიც არსებობენ. ისინი, ფასის დაწევის მიზნით, იმავე კომპონენტებთან ერთად, შედარებით იაფიან დეტალებსაც იყენებენ. სტატიის ბოლოს მათაც გადავხედავთ და შესაბამის რეკომენდაციებსაც გაგიზიარებთ.

კვანტური დაფის უპირატესობები
ერთი შეხედვით, ტიპური ლედ სანათის ვიზუალი კვანტური დაფების ვიზუალს სჯობს. ტიპური ლედ სანათი მოთავსებულია რკინის კორპუსში და მას აქტიური გაგრილების სისტემა აქვს. საწყის ეტაპზე, გვიჭირს, დავიჯეროთ, რომ გარეგნულად შეუხედავი კვანტური დაფა ტრადიციულ ლედზე ბევრად უკეთესია. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როცა გარეგნობა აშკარად გვატყუებს. კვანტურ დაფებს აქვთ საკმაოდ დიდი უპირატესობა არამარტო ტრადიციულ დიოდებთან, არამედ ყველა სხვა სანათთან შედარებით. მათ აქვე გაგაცნობთ:

ეფექტურობა
უფრო მეტი სინათლე ნაკლები ვატების ფასად. მაგალითად, HLG 550 V2 Rspec გამოყოფს 168 ლუმენს ვატზე, ანუ 2.6 მიკრომოლს ჯოულზე, რაც ძალიან მაგარი მაჩვენებელია.

შუქის განაწილება
წერტილოვანი წყაროდან სინათლის განაწილება სივრცეში არათანაბარია. კვანტური დაფის შემთხვევაში, ლედები განთავსებულია დიდ დაფაზე და, ამის ხარჯზე, სინათლე სივრცეში უკეთესად ნაწილდება.

შედეგად, იღებთ სინათლის ნაკლებ ინტენსივობას სივრცის ცენტრში და მეტ ინტენსივობას გარე არეალში.

ნათების სპექტრი
როგორც აღმოჩნდა, სანათების ლურჯი და წითელი დიოდები უკვე წარსულს ჩაბარდა. თანდათანობით, სულ უფრო მეტი მწარმოებელი ირჩევს თეთრ დიოდებს.

დღეს ხშირად ნახავთ კვანტურ დაფებზე დამატებით განთავსებულ მუქ წითელი, ულტრაიისფერი (UV) და ინფრაწითელი (IR) ნათების დიოდებს.

სანათის გაგრილება
როგორც წესი, კვანტური დაფები თხელ, ალუმინის ნაჭერზე მონტაჟდება, ზოგ შემთხვევაში კი – ალუმინის რადიატორზეც. ასეთი მიდგომა სრულად საკმარისია დიოდების პასიური გაგრილებისთვის. კვანტური დაფისთვის აქტიური გაგრილების სისტემა (ე.წ. ვენტილატორები) არ არის აუცილებელი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანათი არ ცხელდება.

დაბალი ფასი
კვანტური დაფის საშუალო ფასი უფრო დაბალია, ვიდრე იგივე სიმძლავრის სინათლის გამომყოფი LED ან COB სანათის ღირებულება. არსებობს უფრო იაფი სანათებიც, მაგრამ ისინი ახლოსაც ვერ მივლენ კვანტური დაფის ნათებასთან.

კვანტური დაფების სისუსტეები
კვანტურ დაფას არ აქვს მნიშვნელოვანი მინუსები, თუმცა მაინც არის რამდენიმე პატარა, მაგრამ გასათვალისწინებელი მომენტი.

Canopy Penetration ანუ სინათლის შეღწევადობა მცენარის ვარჯში
თეთრი ფერის სინათლე მოიცავს მწვანე სინათლესაც (ტალღებსაც), რის ხარჯზეც კვანტური დაფა მცენარის ვარჯში კარგ შეღწევადობას უზრუნველყოფს. სწორედ ეს არის კვანტური დაფის უპირატესობა, წითელ და ლურჯ დიოდებთან შედარებით.

თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ მძლავრ, თეთ ლედებს (COB) კვანტურ დაფებზე გაცილებით უკეთესი შეღწევადობა აქვთ.

“ღია” დიზაინი
კვანტური დაფების კონსტრუქცია ძალიან მარტივია – დიოდები პირდაპირ დამაგრებულია დაფაზე, რომელსაც არც დამცავი კორპუსი აქვს და არც ლინზები.

დიოდები და სანათის ელ. გაყვანილობა, ხშირ შემთვევაში, დაუცველია. ზოგიერთმა მწარმოებელმა დაიწყო ელ. გაყვანილობისთვის პლასტიკური დამცავების გამოყენება, თუმცა ეს, ძირითადად, მაინც გამონაკლისია. საბოლოო ჯამში, საქმე გვაქვს გარემოსგან ნეკლებად დაცულ სანათთან, რომელიც იაფია და ეფექტური.

სანათის გამოყოფილი სითბო
მიუხედავად იმისა, რომ კვანტური დაფა სხვა ტიპის სანათებზე ნაკლებად ცხელდება, ის მაინც დიდი რაოდენობით სითბოს გამოჰყოფს. ზოგი ფიქრობს, რომ თუ სანათს არ ახლავს აქტიური გაგრილების სისტემა (ე.წ. ვენტილატორი), ის გაცილებით “ცივია”. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ კვანტური ბორდიც შედგება დიოდებისგან, რომლებიც საკმაოდ კარგად ცხელდებიან.

სწორი მოლოდინისთვის გეტყვით, რომ კვანტური დაფა მის ექვივალენტ HID ნათურაზე (HPS/MH) 30%-ით ნაკლებ სითბოს გამოჰყოფს.

წყარო: Cannapedia


დასახლება (0)

ცარიელია