თანხის დაბრუნების პოლიტიკა
დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის/მომსახურების დაბრუნების უფლებით spacefarmer.ge-ზე შემდეგი პირობებით:
კომპანიის მიერ განთავსებული ნივთების დაბრუნების წესი განისაზღვრება, წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაბრუნების მოთხოვნის დასაფიქსირებლად უნდა მოგვმართოს მითითებულ ნომერზე - +995550501006 ან სოციალური ქსელების საშუალებით.
1. დაბრუნების პირობები:
1.1. კომპანია, დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას 7 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:
2. დაბრუნების წესი და გამონაკლისები:
2.1. ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.2. თუ თქვენ 7 კალენდარულ დღეში არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას.
2.3. კომპანია ნივთის დაბრუნებას უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
2.3.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.3.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.3.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.4. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.
2.5. ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (საგარანტიო ფურცელი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
2.6. ნივთის მიღებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით.
3.ანაზღაურების წესი:
3.1. კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების მოთხოვნის ინცირებიდან 7 კალდენდარული დღის ვადაში.
გამონაკლისია: თუ დაბრუნებული ნივთი ექვემდებარება სერვის ცენტრის მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, სერცვის ცენტრის მიერ მოწოდებული დასკვნის მოწოდებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
3.2. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად.
3.3. კომპანია დაბრუნებული ნივთის შემოწმებისა და მისი მდგომარეობის შეფასების (შემოწმება შესაძლოა მოხდეს კომპანიის/მოვაჭრის ან სერვის ცენტრის მიერ) შემდეგ მოახდენს თქვენთან დაკავშირებას დასაბრუნებელი ნივთის ღირებულების თაობაზე.
4. გარანტიის პირობები:
4.1. საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს მწარმოებლების მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი.
4.2. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდგომ მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მის უფასო შეკეთებას, რაც მოიცავს შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულებას
4.3. სარემონტო ვადა განისაზღვრება მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად.
4.4. საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.
