განათება მცენარისთვის

განათება მცენარისთვის

ყველა გროუერს უნდა, რომ მისი მცენარე ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, და საბოლოო ჯამში დიდი მოსავლითაც ახარებდეს. ამისათვის მცენარეს არამარტო საჭირო რაოდენობის სითბო, წყალი და სასუქი, არამედ სინათლის ოპტიმალური რაოდენობაც უნდა მიაწოდოთ.

სინათლე და ფოტოსინთეზი
ფოტოსინთეზი არის რთული ქიმიური პროცესი, რომლის დროსაც ხდება მცენარისთვის ჩაუნაცვლებელი ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა წყლის, ნახშირორჟანგის და მცენარის ფოტოსინთეტიკური პიგმენტების – ქლოროფილის და კაროტინოიდის მეშვეობით. ქლოროფილი პასუხისმგებელია ენერგია წარმოქმნას ლურჯი და წითელი სინათლის ტალღებისგან, ხოლო კაროტინოიდი – მხოლოდ ლურჯისგან.

რაც უფრო უკეთესია განათება – უფრო ნაყოფიერად/მომგებიანად ჩაივლის ეს პროცესი. მცენარე უფრო დიდი, ჯანმრთელი და მოსავლიანი იქნება ვიდრე ის იქნებოდა ცუდი განათებისას. თუმცა, იმისათვის, რომ სინათლემ კარგი გავლენა იქონიოს მცენარეზე, დიდი მნიშვნელობა აქვს მის სპექტრს, და არა სიმძლავრეს. რათქმაუნდა თუ მძლავრიც იქნება და სპექტრიც შესაბამისია, უკეთესია.

სხვადასხვა სინათლის სპექტრის გავლენა მცენარეზე

სინათლე, თავისი სპექტრული შემადგენლობით, არ არის ერთგვაროვანი. შეუიარაღებელი თვალით ამის დანახვა რთულია, თუმცა მონაცემების თანახმად სინათლის ტალღები შედგება სხვადასხვა სიგრძის და ფერის ელექტრომაგნიტური ტალღებისგან. გროუერებმა უნდა იცოდნენ ლურჯი, წითელი და მწვანე ტალღების არსებობის შესახებ.

ლურჯი სპექტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვნია მცენარის მიწის-ზედა სიცოცხლის დასაწყისში (როდესაც თავი ახალი ამოყოფილი აქვს) და ვეგეტაციის დროს, ასეთი სხივები ხელს უწყობს მცენარეს რო “გაიბუჩქოს”, აჩერებს მცენარის “გაწელვას” (როდესაც მცენარე მხოლოდ სიმაღლეში იზრდება), სტიმულირებენ მცენარის უჯრედების გაყოფა/გამრავლების პროცესზე, რასაც შედეგად მოაქვს უფრო მეტი მწვანე მასა.
არც წითელი სპექტრი წარმოადგენს ნაკლებად მნიშვნელოვან რამეს, თუმცა ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყვავილობის პერიოდის დაწყებიდან მოსავლის აღებამდე. წითელი სპექტრის სხივები პასუხისმგებელი არიან მცენარეული კულტურის ზრდაზე, ფესვების სისტემის განვითარებაზე, ყვავილობაზე, ყვავილების (“გალოვკების”) მასის მომატებაზე და დამწიფებაზე. ამიტომ, თუკი მცენარეს ყვავილობისას ექნება წითელი სპექტრის სინათლის ოპტიმალური რაოდენობა, შეგიძლიათ დიდ მოსავალს ელოდოთ.
მწვანე სპექტრს ძირითადად გავლენა აქვს მცენარის ღეროებზე და ფოთლებზე. ამ ფერის განათება აღწევს მათში და მაქსიმალურად გამოსადეგარია იმ შემთხვევაში, თუ მცენარეების გასაზრდელი ადგილები შეზღუდულია და მათი გვერდიგვერდ განთავსება გიწევთ.
მცენარის განათება აუთდორისას
მათ, ვინც მცენარეს გარეთ ზრდით, ბევრი ფიქრი არ მოგიწევთ განათებაზე რადგან ბუნება თავად იზრუნებს ამაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მცენარე წელიწადის შესაბამის დროს ჩარგოთ, ცხადია თუ შემოდგომაზე დარგავთ მაშინ საკმარის მზეს ვერ მიიღებს და პატარა მცენარე გაიზრდება, ან სულაც არ გაიზრდება.

მცენარის განათება ინდორში
სახლში გაზრდისას, საქმე ოდნავ რთულადაა. ვინაიდან, გროუბოქსში ბუნებრივი სინათლე ვერ აღწევს, გროუერები იყენებენ ხელოვნურ სინათლეს. არსებობს სხვადასხვა ვარიანტები LED, HPS (ე.წ სოდიუმი) და ა.შ. ასევე არსებობს ინდუქციური და პლაზმური ნათურები რომლებიც ფასში დიდად განსხვავდებიან LED,HPS და მსგავსი ნათურებისგან, ამ ნათურებს გამოცდილი გროუერები იყენებენ რომლებიც მცენარეებს კომერციული მიზნებისთვის ზრდიან.

სინათლის რეჟიმი
როგორც ცნობილია, მარიხუანის სხვადასხვა ტიპს სხვადასხვა სინათლის რეჟიმი ჭირდებათ, მაგალითად, იმისათვის, რომ ფოტოპერიოდული მცენარე ვეგეტაციიდან ყვავილობაში გადავიდეს, საჭიროა სინათლის რეჟიმის შეცვლა. ტრადიციულად, ვეგეტაციის დროს მცენარეს 18 საათის განმავლობაში აძლევენ სინათლეს. თეორიაში, თუ სინათლის რეჟიმს არ შევუცვლით, ფოტოპერიოდული მარიხუანა უსასრულოდ გააგრძელებს ზრდას. იმისათვის, რომ ფოტოპერიოდული მცენარე ყვავილობაში გადავიყვანოთ, სინათლე 18-6 დან 12-12 ზე უნდა გადავიყვანოთ. ანუ, 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 12 საათი მივაწოდოთ სინათლე.

ავტომოყვავილე მცენარის სასიცოცხლო ციკლი
ავტომოყვავილე მცენარეები არ არიან დამოკიდებული სინათლის რეჟიმზე და ყვავილობას იწყებენ თავისი ასაკის მიხედვით, თუ რა ასაკში დაიწყებენ ყვავილობას, დამოკიდებულია გენეტიკაზე. ავტომოყვავილეების სახლში გაზრდისას, გროუერების უმეტესობა ამჯობინებს 18-6 სინათლის რეჟიმს მცენარის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იმისდამიუხედავად, რომ ავტომოყვავილეებისთვის სინათლის რეჟიმი არცთუისე მნიშვნელოვანია, მონაცემების მიხედვით მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სინათლის ტიპს. მაგალითად, ვეგეტაციის პერიოდში ლურჯი სინათლის სპექტრის მიწოდებით მოხდება ზრდის სტიმულაცია, ხოლო როდესაც ყვავილობაში გადავა, უმჯობესია თუ წითელი ფერის სინათლის პექტრს მისცემთ, ეს ხელს შეუწყობს ყვავილობას და მოსავლიანობას.

შეცდომები განათებისას
მიუხედავად იმისა, რომ სინათლე ძალიან მნიშვნელოვანია მცენარისთვის, ის მაინც გარკვეული რაოდენობითაა საჭირო. ამ რაოდენობის ფარგლებს გაცდენა ან სინათლის დეფიციტს, ან კიდე მის სიჭარბეს გამოიწვევს.

დეფიციტის შემთხვევაში, მცენარე დაგრძელდება და დაწვრილდება. ამის გამო, ზოგ წაგრძელებულ ღეროს არ აქვს იმის ძალა, რომ ყვავილების სიმძიმეს გაუძლოს და მცენარე განაგრძობს ენერგიის ხარჯვას იმაზე, რომ ამ სუსტ ნაწილებს კიდევ მიაწოდოს ენერგია/საკვები, როცა შეიძლებოდა ეს ენერგია ბოლომდე ყვავილებში წასულიყო რათა უფრო დიდი მოსავალი აგეღოთ.

ჭარბი სინათლის შემთხვევაში კი შესაძლოა მცენარე ურბალოდ დაგეწვათ. (გადაყვითლებული ფოთლები ამის ნიშანია, თუმცა ამის გამოწვევა სხვა რაღაცეებსაც შეუძლიათ).

წყარო: Cannapedia


დასახლება (0)

ცარიელია